თემა

საზაფხულო სკოლა
არქიტექტურა და ბუნებრივი ფაქტორები
ქ.ბათუმი, საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად აწყობს ახალგაზრდა არქიტექტორებისა და სტუდენტების სპეციალიზაციის თორმეტდღიან კურსებს, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სახით ქ.ბათუმში, საქართველო, წყლისა და სეისმომედეგი არქიტექტურის თემაზე.
საზაფხულო სკოლა იმუშავებს ორ სექციად: მოცულობითი და ქალაქგეგმარებითი არქიტექტურა.
  • მოცულობით სექციაში ლექციები ჩატარდება და საპროექტო კონცეფციები შესრულდება შემდეგ თემაზე – სეისმომედეგობის საკითხები ქალაქის ისტორიული და თანამედროვე განაშენიანების არქიტექტურაში; 
  • ქალაქგეგმარებით სექციაში კი – ზღვისპირა ქალაქების განვითარების მიმართულებები.ქალაქგეგმარებით სექციაში შედის შემდეგი მიმართულებები: ბუნებრივი მოვლენების გათვალისწინება ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაგეგმარებაში, ნაპირდაცვა, ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია-რევიტალიზაცია ტურიზმთან მიმართებაში, თანამედროვე მშენებლობა და ახალი ტექნოლოგიები.
სალექციო პროგრამა წარიმართება სახელოსნოში მუშაობის პარალელურად, რაც ხელს შეუწყობს თეორიის უკეთ ათვისებასა და პრაქტიკაში განხორციელებას.
სტუდენტები გაერთიანდებიან ინტერნაციონალურ ჯგუფებად, ჩაატარებენ სამშენებლო მოედნის, არსებული შენობა-ნაგებობების და განაშენიანების არქიტექტურულ და კონსტრუქციულ კვლევას. ამის საფუძველზე დაამუშავებენ საპროექტო კონცეფციას და განახორციელებენ შესაბამის პროექტებს სახელოსნოებში.

საზაფხულო სკოლის შედეგები გამოფენილი და შეფასებული იქნება სექციების მუშაობის დამთავრებისთანავე. მასალები გადაეცემა ქ. ბათუმის მერიას.
სალექციო და საპროექტო მასალები მიეწოდება მოცემული თემატიკით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და არქიტექტურულ სკოლებს.





programa:






monawile profesorebi:
  •    ასოც.პროფ. პოლინა ნოზდრაჩევა (რუსეთი)
  •    დოქ. პიტერ ფონ დერ ვრიჯთოფი (ნიდერლანდები)
  •   პროფ. ლუიჯია ბინდა (იტალია)
  •   დოქ. პროფ. გუზინ კონუკი (თურქეთი)
  •   პროფ. გოჩა მიქიაშვილი (საქართველო)
  •  ასოც. პროფ. ვახტანგ ფირცხალავა (საქართველო)
  •  ასოც. პროფ . ნინო იმნაძე (საქართველო)
  •  ასოც პროფ. თენგიზ გოგოლაშვილი  (საქართველო)
  •   ასოც. პროფ. დოქ. ნინო ჩაჩავა (საქართველო)
  •  ზურაბ ჟავახიშვილი (საქართველო)
  •  ია კუპატაძე (საქართველო)
  •  პავლე ძინძიბაძე (საქართველო)
  •  პაატა რეკვავა (საქართველო)